ნინო წილოსანი, ენზელ მკოიანი, ირაკლი სესიაშვილი, ზაალ მიქელაძე –  “ოცნების” სავარაუდო კანდიდატები

ნინო წილოსანი, ენზელ მკოიანი, ირაკლი სესიაშვილი, ზაალ მიქელაძე -  "ოცნების" სავარაუდო კანდიდატებინინო წილოსანი, ენზელ მკოიანი, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი სესიაშვილი, ზაალ მიქელაძე — “მთავარის” ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ კანდიდატებს წარადგენს მმართველი გუნდი მაჟორიტარ კანდიდატებად.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის ორი ოლქიდან ერთის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი იქნება. მათივე ცნობით, კახეთის ორი ოლქიდან, გურჯაანის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროში მოქმედი მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი, ხოლო თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში ან თავდაცვის კომიტეტის ხელძღვანელი ირაკლი სესიაშვილი იბრძოლებს ან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი.

მცხეთა-მთიანეთის ოლქში “ოცნება” კვლავ დიმიტრი ხუნდაძეს დააყენებს. თუმცა, ის ამას არ ადასტურებს და ვარაუდობს, რომ სიაში იქნება. ასევე, ცნობილი ხწდება, რომ ზესტაფონში, ბაღდათში, ტყიბულსა და თერჯოლაში მაჟორიტარული კანდიდატი ქართული ოცნებიდან იქნება ბეჟან წაქაძე.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, აჭარის სამი ოლქიდან ერთში, ბათუმში იბრძოლებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რესან კონცელიძე, ქობულეთში აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე, ხელვაჩაური-ქედა-შუა ხულოში კი “ოცნებას” მოქმედი მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე.

მთავარში აცხადებენ, რომ სამეგრელოს სამი ოლქიდან ორის კანდიდატები იციან. კერძოდ, ზუგდიდში სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებული ალექსნდრე მოწერელია და ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში მოქმედი მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია. რაჭა-ლეჩხუმისადა ქვემო სვანთის ოლქში მმართველი გუნდიდან იბრძოლებს მოქმედი მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე. გურიის ოლქში კი ქართულ ოცნებას, ასევე, მოქმედი მაჟორიტარი, ნინო წილოსანი წარადგენს.