ოთარ კვირიკაშვილი – „ბიძინას დამსახურებით აღარ გვაქვს საყდრისი, აღარ გვეკუთვნის გარეჯი… არ გამოგივათ ამ კაცის აღმაშენებლად გამოცხადება“

ოთარ კვირიკაშვილი - „ბიძინას დამსახურებით აღარ გვაქვს საყდრისი, აღარ გვეკუთვნის გარეჯი... არ გამოგივათ ამ კაცის აღმაშენებლად გამოცხადება“ოთარ კვირიკაშვილი ფეისბუქზე დენდროლოგიური პარკის გახსნას ეხმაურება.

„მისტერ ბინის ორეული გახარია ამაყობს, რომ ბიძინას დამსახურებით დენდროლოგიური პარკი აქვთ.

სამაგიეროდ სწორედ ბიძინას დამსახურებით აღარ გვაქვს საყდრისი, აღარ გვეკუთვნის გარეჯი, დიახ, ბიძინას დამსახურებით რუსეთი უკვე საკუთარ გუბერნიად გვთვლის, თუ მტკიცედ არ დავდგებით მის სიხარბეს და ჰესებს შეეწირება რაჭა, პანკისი და სვანეთი.. კიდევ რამდენი ჩამოვთვალო..

არ გამოგივათ ამ კაცის აღმაშენებლად გამოცხადება. ის ისტორიაში შევა, როგორც ქართული კულტურის, ტრადიციების, ბუნების ნომერ პირველი მტერი და რუსეთის საუკეთესო მოკავშირე, – XXI-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე.

ეგ არის თქვენი ბიძინა და ეხლა გინდ დენდრო-პარკის ფოტოები აფრიალეთ და გინდ დაუმთავრებელი ირაკლი კობახიძის.“ – „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი.