„ესაა არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა… პერანგზე რა ახატია? ქურდული სიმბოლიკა“

„ესაა არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა... პერანგზე რა ახატია?  ქურდული სიმბოლიკა“ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ფეისბუქში შქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტატუსთან ერთად ფოტოსაც აქვეყნებს.

„ეს ფოტო გადაღებულია წელს, მაისში, თბილისში. ბოლო ზარზე – 17 წლის ბავშვი სკოლას ამთავრებს და პერანგზე რა ახატია?

ქურდული სიმბოლიკა.

ეს გაატარა მშობელმა, მასწავლებელმა, სხვა ბავშვებმა, დირექტორმა, მანდატურმა, ყველამ. ნორმად მიიღეს.

ესაა არასრულწლოვანი რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა.

ხვდებით ხომ სადაა პრობლემა?“