“ქართული ოცნების” წვეულებაზე ივანიშვილი არ მივიდა – “ოცნების” საღამო რაჭაში ფოიერვერკით დასრულდა

"ქართული ოცნების" წვეულებაზე ივანიშვილი არ მივიდა - "ოცნების" საღამო რაჭაში ფოიერვერკით დასრულდა“ქართული ოცნების” წვეულება რაჭაში, გვიან ღამით ფოიერვერკით დასრულდა. ოცნებისმაღალჩინოსნებს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბიზნესმენმა გოჩა ენუქიძემ მისსავე სასტუმროში უმასპინძლა.

ეს “ოცნების” ხელისუფლების პირველი მასშტაბური შეკრება იყო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძეც მიიწვიეს. მოლოდინის მიუხედავად, წვეულებაზე არ მისულა ბიძინა ივანიშვილი.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, შეკრება ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატსა და ადგილობრივ გამგებელს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო დაიგეგმა, სადაც მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები, ურთიერთობის გასარკვევად ჩავიდნენ.

ნიუპოსტი