ქუთაისში მოკლული ქალი რამდენიმე წუთი შველას ითხოვდა – ახალი დეტალები

ქუთაისში მოკლული ქალი რამდენიმე წუთი შველას ითხოვდა - ახალი დეტალებიმკვლელობა ქუთაისში – 30 წლამდე ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყელზე ჭრილობა, სავარაუდოდ, ვიცი იარაღით მიაყენეს. მკვლელობის ოფიციალური ვერსია ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც “კურიერმა” გაარკვია, მოკლულმა ქალმა საცხოვრებელი ბინა დაახლოებით 2 თვის წინ იქირავა და მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა.

ადგილობრივების თქმით, ქალი რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა, მას შემდეგ კი, რაც ხმაური შეწყდა, დაახლოებით ორ საათში, მეზობლები მის სახლში ავიდნენ, თუმცა პასუხი არავინ გასცათ. ამის შემდეგ მაშველები გამოიძახეს, თუმცა პოლიციის მოსვლამდე ტრაგედიის ადგილზე არავინ შესულა, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციის გარეშე კარის შემტვრევა დაუშვებელია. სახლის კარი მხოლოდ სამართალდამცავების მოსვლის შემდეგ შეამტვრიეს. ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო, მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რუსთავი 2, მთავარი