„საარჩევნო პროცესს ჩამოაშორეთ სუსზე და ნაცებზე მომუშავე ხალხი“ – ოთარ კვირიკაშვილი ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს

„საარჩევნო პროცესს ჩამოაშორეთ სუსზე და ნაცებზე მომუშავე ხალხი“ - ოთარ კვირიკაშვილი ოპოზიციის ლიდერებს მიმართავსოთარ კვირიკაშვილი ოოზიციურ პარტიის ლიდერებს მიმართავს, რომ საარჩევნოდ დროებით მაინც ჩამოაშორონ პროცესებს ის ხალხი, ვინც სუსზე, ან თუნდაც ნაცმოძრაობაზე მუშაობს.

„გიგი უგულავას შემდეგ შალვა ნათელაშვილმაც გააკეთა განცხადება საერთო ოპოზიციურ კანდიდატებთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად მისასალმებელია.

უმნიშვნელოვანესია ოპოზიციის ლიდერების ჩართულობა/მოწოდებები, მაგრამ თითქმის ყველას საკუთარი კამპანია აქვს ჩასატარებელი და რეალურად მათი საქმე ადგილობრივმა ლიდერებმა უნდა გააკეთონ. ადგილობრივი ლიდერების ძალისხმევით უნდა შევქმნათ ის სინერგია, რაც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს..

თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამ შემთხვევაში თითქმის ყველა ძლიერ პარტიას ეხება და უმტკივნეულოდ ეს პროცესი ნამდვილად ვერ ჩაივლის.

მოგეხსენებათ განსაკუთრებით რეგიონულ ორგანიზაციებში როგორ არის ჩართული სუსი, როგორ ალაგებს კადრებს და ზოგიერთ რეგიონში უკვე ისეთი სიტუაციაა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამას არც მალავენ.

აქედან გამომდინარე, მე ვსვამ კითხვას და ვეკითხები ოპოზიციის ყველა ლიდერს, ვინც მოწადინებულია, რომ შევთანმხმდეთ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით.

მეგობრებო! მზად ხართ გაუშვათ, ან დროებით მაინც ჩამოაშოროთ პროცესებს ის ხალხი, ვინც სუსზე, ან თუნდაც ნაცმოძრაობაზე მუშაობს და არა, საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე?

მზად ხართ დანიშნოთ თუნდაც დროებითი შტაბის უფროსი, ვინც თქვენც წაგადგებათ პარტიული ხმების მოგროვებაში და შეთანხმებულ კანდიდატსაც?

თუ მზად ხართ, მაშინ დავიწყოთ! თუ არა და ეს იქნება მორიგი იწილო-ბიწილო, რაზეც დროის დაკარგვა ნამდვილად არ ღირს..

მჯერა, რომ პირველ რიგში ამ საკითხს მოვაგვარებთ და ბოლომდე იმედიანად შევალთ ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ – წერს „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი.