სალომე ზურაბიშვილის მორიგი ექსკურსია

სალომე ზურაბიშვილის მორიგი ექსკურსიასალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ფარგლებში მოგზაურობა შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით დაიწყო.

ქაჯეთის ციხისა და ქსნის ერისთავების ციხესიმაგრის მონახულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ ოყურეშში მანაგაძეების მარანი მოინახულა, სოფელ ისუნდერში რაჩხას ჩანჩხერზე იმყოფებოდა და მურის ციხესიმაგრეც დაათვალიერა.

შესაბამისი ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.