საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი 14 ივლისს თბილისში კარფურის თანამშრომლებს შეხვდება

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი 14 ივლისს თბილისში კარფურის თანამშრომლებს შეხვდებასაქართველოში საფრანგეთის საელჩო 14 ივლისს თბილისში საზეიმო მიღებას არ გამართავს.

ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი:

“პანდემიის განსაკუთრებული კონტექსტიდან გამომდინარე, წელს, საფრანგეთის საელჩო საქართველოში არ გამართავს მიღებას ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, ის აღნიშნავს დემოკრატიისა და სოლიდარობის ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად ედო  საფრანგეთის რევოლუციას 231 წლის წინ.

ამასთან დაკავშირებით ხვალ 14 ივლისს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი დიეგო კოლასი, შეხვდება სუპერმარკეტ კარფურის გუნდს, 9:30სთ-ზე, რათა დააფასოს და პატივი მიაგოს იმ ადამიანებს, ვინც პირველ ხაზზე იყვნენ საქართველოში თუ სხვაგან მომარაგების საქმეში, რომელთა წყალობით, იზოლაციის დროსაც კი ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა.

განსაკუთრებული გულისხმიერებით იქნება მოხსენიებული ქალების როლი ამ კრიზისის დროს, რომლებსაც ხშირად შრომა უორმაგდებოდათ – უნდა ეზრუნათ ოჯახებზე, დაკეტილი სკოლების პირობებში, და პროფესიული საქმიანობა გაეგრძელებინათ, ვინაიდან სწორედ ქალები ასრულებდნენ მნიშვნელოვან პროფესიებს.”