ანანია გაჩეჩილაძე – “მომიწია გავმკლავებოდი სექსუალური ძალადობის არაერთ მცდელობას…”

ანანია გაჩეჩილაძე - "მომიწია გავმკლავებოდი სექსუალური ძალადობის არაერთ მცდელობას..."ანანია გაჩეჩილაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ხვალ ჩემი 25-ე გაჩენის დღეა. ვრცლად ნაფიქრი მაქვს და მოკლედ დავწერ:

1. მშობლებთან გაყრა

როდესაც 12 წლის ვიყავი და რა თქმა უნდა ხასიათის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი გავხდი. მაშინაც და ახლაც, ვიცი ბევრს წარმოუდგენია მშობლების ერთმანეთისგან გაყრის გავლენები აქვს ბავშვსო, თუმცა სიმართლე მხოლოდ მშობლებისგან გაყრა იყო. მასე ვფორმირდი თვითნებურ ადამიანად.

2. სექსუალური ძალადობა

ეს პუნქტი ყოველმხრივ პირველის გაგრძელებაა. ჩემი სიცოცხლის მეორე ათწლეულში მომიწია გავმკლავებოდი სექსუალური ძალადობის არაერთ მცდელობას, რამაც ირიბად ჩამითრია და მთელი შეგნებული გოგოობა სიმწარეში გამატარებინა. სხვა ეტაპებიც მოვიდა, თუმცა, ეს პუნქტი ის ერთადერთია, რაც რომ არ დამმართნოდა არაფერი დამაკლდებოდა.

3. შინაგანი ხმა და პერსონა

მსიამოვნებს იმის წარმოდგენა რომ რამდენიმე წელიწადში უფრო მეტად ჰარმონიული იქნება ჩემი არსებობა. ვგრძნობ, როგორ ჭამს გამოცდილება ინტიმურობის და საჯაროობის ბალანსს. შინაგანი ხმა მოწოდების სიმაღლეზეა “