ბაჩანა შენგელია – “ძალიან მინდა ვცდებოდე”

ბაჩანა შენგელია - "ძალიან მინდა ვცდებოდე"ბაჩანა შენგელიამ ფეისბუქში დაწერა:

“საინტერესოა რა შეთანხმება ჰქონდა ასეთი გიორგი ვაშაძეს, როდესაც გაერთიმებულ ოპოზიციაში შემავალი აბსოლუტურად ყველა პარტია ცალკე იღებს არჩევნებში მონაწილეობას და მას არაფრით არ ეპატია ცალკე გასვლა (თან როგორც ვიცი, შეთანხმებული გასვლა)?
ფაქტი ერთია, ისანში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ სახეს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შტაბის ხელმძღვანელს უპირისპირდება ასევე ოპოზიციის ნათელი სახე და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ხატია დეკანოიძე.
რბილად რომ ვთქვათ, არ არის სწორი გადაწყვეტილება, არ არის ეს ხალხის დაკვეთა, არ არის ახლა კინკლაობის და ოპოზიციის წარმომადგენლისთვის ,,ჭკუის სწავლების” ფუფუნება.
დრო გვაჩვენებს ამ გადაწყვეტილების უმართებულობას. დრო, რომელსაც ვერ დავაბრუნებთ, სასწორზე კი ქვეყნის მომავალია ძალიან მინდა ვცდებოდე …”