“ბომბი ენზელ მკოიანის ძმის მანქანის მიახლოებისას აფეთქდა” – რა მოხდა ახალქალაქში

"ბომბი ენზელ მკოიანის ძმის მანქანის მიახლოებისას აფეთქდა" - რა მოხდა ახალქალაქში“ქართული ოცნების” დეპუტატის, ენზელ მკოიანის თქმით, დღეს 21 აგვისტოს ახალქალაქში, უნივერსიტეტის გზაზე მისი ძმის მანქანის აფეთქება სცადეს, ამ ეტაპზე უცნობია მომხდარის შედეგად არიან თუ არა დაშავებულები.

ინფორმაციას ენზელ მკოიანი ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები. შსს–ში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

ვიდეოში ენზელ მკოიანი ტელეფონზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი აფეთქება იმ პირებთან იყოს კავშირში, რომლებიც მას ემუქრებიან.

„უნივერსიტეტის გზზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დისტანციურად იმართებოდა, მანქანის მიახლოებისას აფეთქდა. აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ადგილზე დიდი ორმო გაჩნდა, ხის ტოტოები და მიწა კი მანქანას შეეყარა. ძლიერი ბიძგის შედეგად მანქანაში საავარიო ბალიშები გაიშალა”, – ჰყვება მკოიანი ფეისბუკის პირდაპირ ეთერში.

ვიდეოში ასევე ისმის საყვედური გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მისამართითაც.

„მივწერე შოთაძეს [გულისხმობს მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და გამოძალვის შესაძლო ფაქტებს]. ასე არ შეიძლება გაკეთება, 21 წელია პარლამენტის დეპუტატი ვარ მან კი ჩემი საქმე განსახილველად რეგიონულ სამმართველოში გამოაგზავნა განსახილველად”.

ენზელ მკოიანის მისამართით მუქარასა და თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით “ოცნების” დეპუტატის ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა ბრიფინგი 10 აგვისტოს გამართა,მისი თქმით, მუქარის შემცველი ტექსტებით მკოიანს ორჯერ დაურეკეს და 5 მლნ დოლარი მოსთხოვეს.

სამხრეთის კარიბჭე