დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი კახა ოქრიაშვილის მხარდაჭერისთვის “ოცნებიდან” გარიცხეს

დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი კახა ოქრიაშვილის მხარდაჭერისთვის "ოცნებიდან" გარიცხეს„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. ამის შესახებ ნათქვამია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში.

ცოტა ხნის წინ, ტატუაშვილმა საკუთარ ფეისბუქზე კახა ოქრიაშვილის პოსტი გააზიარა, რომელმაც დღეს, 10 აგვისტოს ბიზნესმენ ძმებ ჩოჩელებთან ერთად ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა. ცეზარ და ლაშა ჩოჩელებთან ერთად შემქნილ პარტიას “პროგრესი და თავისუფლება” ერქმევა.