„ეს ის ინგილო გოგოა, რომელმაც იბრძოლა პატიოსნად და არავინ გაწირა“  – რას წერს თამარ  ბაჩალიაშვილზე ნიკა ბაჩალიაშვილი

„ეს ის ინგილო გოგოა, რომელმაც იბრძოლა პატიოსნად და არავინ გაწირა“  - რას წერს თამარ  ბაჩალიაშვილზე ნიკა ბაჩალიაშვილიგაურკვევლ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ახლო ნათესავი ნიკა ბაჩალიაშილი, სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოს აქვეყნებს და მას ისტორიულ გმირებს, უშიშარ ადამიანებს ადარებს. ნიკა ბაჩალიაშვილი მათ, ვისაც შესაძლოა თამარის გარდაცვალებასთან კავშირი ჰქონდეს მიმართავს და ეუბნება, რომ ხსნა სიმართლეშია.

„ეს ის ინგილო გოგოა მეფისთვის თავზე ქლიავი რო უნდა დაეყარა, მაგრამ არ აცადეს მონები მიუგზავნეს და ისტორია წაშალეს. ეს ის გოგა რომელმაც სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლა პატიოსნად, ისე რომ სხვა არავინ გაწირა, ეს ის გოგოა ვისზეც წიგნებში წერდნენ ადრე, ვისზეც ფილმებს უნდა იღებდნენ ჩვენ დროში. მაგრამ, ყველა ჩუმად ვართ, ველოდებით სხვა რას იტყვის, სხვა რას დაწერს და „დავულაიქებთ“ ეჰ…

განა არ იცოდა სად მიდიოდა განა არ შეეძლო სისუსტე გამოეჩინა და სხვაც ჩაეგდო საფრთხეში, მაგრამ არა „მარტო“ ვაჟკაცურად, უშიშრად როგორც ინგილო ქალს შეეფერება, ისე წავიდა და როგორც ყოველთვის უმუხთლეს, სამშობლოს უღალატეს ისევ შუბლძარღვგაწყვეტილებმა!

შუბლძარღვგაწყვეტილობო სიმართლეა მხოლოდ „ხსნა“ სიმართლე და სინანული, ოღონდ ორივე ერთად და იქნებ მერე მშვიდად დაიძინოთ.

ეს შედარება თამარისთვისაა თორე ერეკლე მეფესთან შესადარებელი ვინაა და სადღაა?!.“ – წერს  ნიკა ბაჩალიაშვილი.