გახარია კალაძეს 6%-ით უსწრებს, ივანიშვილს – 22%-ით

გახარია კალაძეს 6%-ით უსწრებს, ივანიშვილს - 22%-ითდღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ივნისისა და ივლისის თვეებში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე მეტის, 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს, ყველაზე ნაკლების, 13%-ის კი პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ილია II-ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ს აქვს.

კეთილგანწყობის მიხედვით პატრიარქის შემდეგ პროცენტულობა შემდეგია:

ამირან გამყრელიძე 74%
გიორგი გახარია 63%
კახა კალაძე 57%
დავით ბაქრაძე 53%
შალვა ნათელაშვილი 42%
ბიძინა ივანიშვილი 41%
გრიგოლ ვაშაძე 41%
გიორგი ვაშაძე 40%
დავით უსუფაშვილი 37%
ნიკა მელია 36%
ალეკო ელისაშვილი 34%
არჩილ თალაკვაძე 34%
გიგი უგულავა 32%
სალომე ზურაბიშვილი 32%
ირაკლი ოქრუაშვილი 30%
ირმა ინაშვილი 28%
მამუკა ხაზარაძე 27%
ნინო ბურჯანაძე 25%
ეკა ბესელია 17%
ბადრი ჯაფარიძე 14%
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 13%
ჩამოთვლითაგან 14%-ს არ გაუგია ბადრი ჯაფარიძის სახელი, 5%-ს ალეკო ელისაშვილის, ხოლო 4%-ს არჩილ თალაკვაძის.

ყველაზე დაბალი ნეგატიური რეიტინგი ილია II-ს შემდეგ აქვს ამირან გამყრელიძეს – 17%, გიორგი გახარიას 31% და კახა კალაძეს 37%, ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი კი ზურაბ ჯაფარიძეს – 72%.

კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუს სახით ჩატარდა. კვლევამ საქართველოს 1500 მოქალაქე მოიცვა. კვლევის ცდომილება პლუს/მინუს 2,5-ია.