პირველი ქართული სკანდალური გეი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” მთავარ გმირს ბაჩი ვალიშვილს მალე მაყურებელი სატელევიზიო გადაცემაში, წამყვანის ამპლუაში ნახავს.
ის ტელეარხ „მთავარში“ გადაცემა „შენი დილის” წამყვანი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი თავად ავრცელებს, ის სოციალურ ქსელში მეგობრებს მიმართავს:
„შევხვდებით ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს შენი დილის ეთერში მეგობრებო.” – აღნიშნავს ბაჩი ვალიშვილი.
მსახიობის დედა, რუსუდან ცირეკიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი და ცნობილი ექიმია. ის სოციალურ ქსელში მაყურებლისთვის სკანდალური როლით ცნობილ მსახიობ შვილს ახალ სამსახურს ულოცავს.
„ძალიან მიხარია, რომ ბაჩი ჩემი საყვარელი ტელევიზიის არაჩვეულებრივი გუნდის წევრი გახდა.
წარმატებები დე, და აბა შენ იცი – ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალებთან იმუშავებ და დარწმუნებული ვარ ეს საუკეთესო ცხოვრებისეული სკოლაც იქნება შენთვის.
ჩემი დილა ისედაც „მთავარით ” იწყება და დღეც “მთავარი”-თ მთავრდება და აწი მითუმეტეს, რაღა მომწყვიტავს ეკრანს.” – წერს რუსუდან ცირეკიძე.
პრაიმტაიმი