გიორგი რურუა – „ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვძირკვოთ რუსული გავლენები საქართველოში“ 

გიორგი რურუა - „ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვძირკვოთ რუსული გავლენები საქართველოში“ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ქერს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვძირკვოთ რუსული გავლენები საქართველოში და დავდგეთ განვითარების გზაზე, დანარჩენ თავისუფალ სამყაროსთან ერთად.

„ეს აზრი თვით რუსეთის მთავრობას აქვს სრული გულახდილობით გამოთქმული, გრაფ ნ.პანინის ერთ საიდუმლო მიწერილობაში,რომელიც მან სახელმძღვანელოდ საქართველოში მყოფ რუსეთის წარმომადგენელს გენერალ ტოტლებენს გამოუგზავნა: უნდა ეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი “ხელმძღვანელობით ხდებოდეს“,თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთი მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ, თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, თითქოს ყველაფერი მისი სურვილისა და ნების თანახმად ხდებოდეს, ერთი სიტყვით, ყოველი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმნაირად კი, რომ სული აქაური(რუსული) იყოს, სხეული კი ქართული“
„ქართველი ერის ისტორია“ ივანე ჯავახიშვილი

პ.ს. გენერალ ტოტლებენის სახელი რუსი ოლიგარქის ივანიშვილის გვარით რომ შევცვალოთ, დღევანდელ სურათს მივიღებთ. სამწუხაროა,რომ რუსეთს ორი საუკუნის შემდეგაც, იგივე ბერკეტის გამოყენების საშუალება მივეცით. შემაშფოთებელია რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლის თავზე ისევ, ყოფნა-არყოფნაზე გვიწევს საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვძირკვოთ რუსული გავლენები საქართველოში და დავდგეთ განვითარების გზაზე, დანარჩენ თავისუფალ სამყაროსთან ერთად. ყველაფერი ჩვენს ხელშია და სიმართლეც ჩვენს მხარეზეა.
პატივს მივაგებ ჩვენი გმირი ბიჭებისა და გოგონების ხსოვნას.

ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა
7 აგვისტო 2020 წელი“, – წერს რურუა.