„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩლაგაშვილი სოციალურ ქსელში წრს:
„დღეს ბოლო მოეღება სახელისუფლებო მედიის და ქართული ოცნების ორთვიან პროპაგანდას ოპოზიციაში უთანხმოების და დაპირისპირების შესახებ.
ფორმდება ერთობლივი დეკლარაცია საარჩევნო ხმების ერთობლივად დაცვის და თბილისის დარჩენილ ორ ოლქზე ერთიანი კანდიდატების შესახებ.
საბურთალოზე, ყველაზე რთულ უბანში ოპოზიციის ერთობლივი გადაწყვეტილებით მძიმე არტილერია იქნა გამოყვანილი ირაკლი ოქრუაშვილის სახით.
წარმატებები ირაკლის და ჩვენ გუნდს“.

