ირაკლი ოქრუაშვილი – „ერთადერთი ქალაქი თბილისია, სადაც ავტობუსის ხაზით პოლიციის, სახანძროსა და სასწრაფოს მანქანები ვერ ისარგებლებს“

ირაკლი ოქრუაშვილი - „ერთადერთი ქალაქი თბილისია, სადაც ავტობუსის ხაზით  პოლიციის,  სახანძროსა და სასწრაფოს მანქანები ვერ ისარგებლებს“„ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის მღოლების წვრთნებმა მშვიდობიანად ჩაიარა, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი.

„ისევ ჭავჭავაძის გამზირის შესახებ.

მსოფლიოში ყველგან, ავტობუსის ხაზით სარგებლობს სასწრაფოს, პოლიციის, სახანძროს და ტაქსის ავტომანქანაც.

აქ როგორ უნდა იარონ ავტობუსის ხაზში ან ერთმა ან მეორემ ან მესამემ?

ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის მღოლების წვრთნებმა, აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო წვრთნების მსგავსად მშვიდობიანად ჩაიარა. არცერთი დაშავებული და გარდაცვლილი.

მგონი ის დროა, ბინა ნახალოვკაში გაადავცვალო“. – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.