ირაკლი ოქრუაშვილი – „ივანიშვილს სხვა კი არაფერი გაუკეთებია, რაც ხაზარაძემ გააკეთა“

ირაკლი ოქრუაშვილი - „ივანიშვილს სხვა კი არაფერი გაუკეთებია, რაც ხაზარაძემ გააკეთა“„ლელოს“ ვაკის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება.

„ჩემი დამოკიდებულება ხაზარაძის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში Helen Khoshtaria-ს დაუყენოს კანდიდატი ვაკეში, მაშინ როდესაც საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ ელენეს მხარს უჭერდა და კონკურენტს არ დაუყენებდა.

ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, როდესაც გამოაცხადა – პროპორციულ არჩევნებს კი დაგპირდით, მაგრამ კონტრაქტი არ დამიდიაო.

სიტყვა უკვე კონტრაქტია და ორივეს საქციელს გადაგდება ჰქვია. საჯაროდ ასე რომ იქცევით კულუარებში რაღას იზამთ?

ვამბობ ხაზარაძეს და ვგულისხმობ ლელოს გადაწყვეტილების მიმღებ ყველა ლიდერს.“- აცხადებს ოქრუაშვილი.

ელენე ხოშტარია – „ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო“