ირაკლი ოქრუაშვილი – „კანში ვეღარ ეტევით ისე გაძეხით. ხალხს კი გროშებს უყრით… მე კი ვიცი რაც გინდათ და მიიღებთ კიდეც“

ირაკლი ოქრუაშვილი - „კანში ვეღარ ეტევით ისე გაძეხით. ხალხს კი გროშებს უყრით... მე კი ვიცი რაც გინდათ და მიიღებთ კიდეც“„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გახარიას ინიციატივას ეხმაურება.

„გახარიამ – ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შევდივართ და თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევსო.

კარგია რომ მიხვდით.

ყველა მაგას მოგძახივართ სამი თვეა, მაგრამ გადასახადების შემცირება თქვენ არ გინდათ, საპენსიო შენატანების დაბრუნება თქვენ არ გინდათ, ქვეყნის გახსნა და საჰაერო რეისების აღდგენა არ გინდათ, რეფორმები და სასამართლოზე წნეხის მოხსნა თქვენ არ გინდათ. ყველა უწყება კორუფციაში იხრჩობა და კანში ვეღარ ეტევით ისე გაძეხით. ხალხს კი გროშებს უყრით მაგ სოც. პაკეტებით.

მე კი ვიცი რაც გინდათ და მიიღებთ კიდეც“, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი.