ირაკლი ოქრუაშვილი – „მე რომ 1% მაქვს პარტიულად, ეგ კი არ მიკვირს, 5 მილიონი რომ აქვთ უკვე დახარჯული, იმათ 2% რატომ აქვთ?“

ირაკლი ოქრუაშვილი - „მე რომ 1% მაქვს პარტიულად, ეგ კი არ მიკვირს, 5 მილიონი რომ აქვთ უკვე დახარჯული, იმათ 2% რატომ აქვთ?“IRI-ის კვლევის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მე რომ 1% მაქვს პარტიულად, ეგ კი არ მიკვირს. ან რატომ უნდა მიკვირდეს, ერთი წელი ციხეში ვიყავი, ყველა ქვა მე მომხვდა, ერთი პარტიული ღონისძიება არ გამიმართავს, ერთი პოსტი არ დამისპონსორებია.

ის მიკვირს, 5-5 მილიონი რომ აქვთ უკვე დახარჯული, ყოველ დღე პარტიული თავყრილობები რომ აქვთ, თვალებში მაზოლებს რომ ამოგიყვანენ ყოველ წამს დასპონსორებული პოსტებით, იმათ 2% რატომ აქვთ?“