„კახა ოქრიაშვილის „ოცნებიდან“ წასვლა ნიშნავს, რომ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია“

„კახა ოქრიაშვილის „ოცნებიდან“ წასვლა ნიშნავს, რომ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი მეგი გოცირიძე პასუხობს.

– რატომ გადაწყდა, რომ ისანში ნაციონალებს ჰყავდეთ კანდიდატი? რატომ გაუჩნდათ ამის პრეტენზია?

– ჯერ ერთი პრტენზია გამოთქვეს, ასე არ არის. არავის საკუთრება არ არის არც ერთი ოლქი. ერთიანობის მაგიდა და ძალა ერთობაშიას მაგიდა ააყირავა, გიორგი ვაშაძემ. მან დატოვა ეს. ნაციონალურ მოძრაობას კი არ დაუტოვბია. ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ იყო ეს მაგიდა გაერთიანებული. თავიდანვე შიდა ამბები რომ იყო, მაშინ თქვა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ კი ბატონო, მე ორ ოლქში დავაყენებ კანდიდატურას, დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ.

სამი თვე თავი ვერ მოაბეს. სამი თვე ვერ ჩამოყალიბდნენ, ვის კანდიდატურას დააყენებდნენ და საერთოდ რა კონფიგურაცია იქნებოდა. ნაციონალური მოძრაობა დაელოდა, მერე ვაშაძემაც რომ უკვე ხელი კრა ამ ერთობას, ადგა და მესამე ოლქშიც აყენებს კანდიდატურას. აბა როგორ?! ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა! თბილისი მოიგო ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა და ამ პარტიამ ორი მაჟორიტარობის მეტი კანდიდატი არსად არ დააყენა, თქვენ დანარჩენებზე შეთანხმდითო.

– თუმცა ვერ შეთანხმდნენ.

– ვერა. ჯერ ხომ იხვეწებოდა სააკაშვილი, ერთიანი სია გავაკეთოთო და გიორგი ვაშაძემ 10 კაცი ჩამიწერეთო. დიდი ბოდიში, მაგრამ 10 კაცი ვაშაძეს, მერე 5-5 კაცი თითო კაციან პარტიებს მოუნდათ და უკაცრავად რა! ნაციონალურ მოძრაობას უნდა დაეწერა სია, სადაც ნაციონალები არ იქნებოდნენ!

– ამიტომ ვერ შედგა ერთიანი სია, რომ მადა გაეხსნათ?

– ძალიან სასაცილო იყო ეს ყველაფერი. სიას ჩვენ ვადგენდით და ასე მარტივი არ არის რა, ვიღაცა ჩაწერო, შევიდეს პარლამენტში, მერე სხვასთან გადახტეს, როგორც ჩვევიათ რწყილებივით ხტუნაობა.

– ანუ ვაშაძეს აბრალებთ, რომ მან ააყირავა მაგიდა?

– რა თქმა უნდა, ეს ხომ ფაქტია! წავიდა და დააყენა თავისი კანდიდატურა ცალკე.

– ვაშაძე აცხადებს, მაინც ვთანამშრომლობ ოპოზიციურ ერთობასთანო.

– ეს რას ნიშნავს, ეს ტყუილია! თაკო ჩარკვიანმა ცალკე დააყენა საკუთარი კანდიდატურა საბურთალოზე, გიორგი ვაშაძემ ცალკე და… მე მაპატიეთ და 3-4%-იან პარტიებს თუ აქვთ იმის პრეტენზია, რომ თვითონ დადგნენ კანდიდატებად, დიდი ბოდიში, მაგრამ ასე არ გამოვა!

– ვინ იქნება ნაცმოძრაობის კანდიდატი ისანში? სალომე სამადაშვილი თუ ხატია დეკანოიძე?

– თვითონ იტყვიან, დაველოდოთ. სალომე სამადაშვილზე მსგავსი არაფერი მსმენია.

– მაშინ ხატია დეკანოიძე. ასეა?

– შესაბამისად, ასე გამოდის.

– სადაც ნაცმოძრაობას არ დაუყენებია საკუთარი კანდიდატები, თბილისში თუ რეგიონებში, იქ ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარს არ დაუჭერთ?

– არ ვიცი, ლიდერები რას გადაწყვეტენ, მე ხომ არ ვარ ამ პარტიის ლიდერი. მე რიგითი აქტივისტი ვარ. იმას არ ვამბობ, რომ არ ვიცი, რა ხდება პარტიაში, თუმცა გადაწყვეტილებებს ისინი მიიღებენ.

– მეგი, ისანში კანდიდატურის დაყენება ხომ არ ცვლის სიტუაციას და სხვა ოლქებშიც ხომ არ დააყენებთ თბილისის მასშტაბით კანდიდატებს?

– რატომ გახდა ისანი ასეთი სალაპარაკო და გადამწყვეტი?! რატომ საბურთალოზე არ არის ასეთი აქცენტი? იქ გაცილებით მეტი ოპოზიციური კანდიდატია. ვაშაძე არ არის ასეთი ყურადღებამისაქცევი ფიგურა. კი გაიძახის, მე უნდა ვიყო პრემიერიო, მაგრამ ეგრეც არ არის, რა. ყველამ ვიცით, რა მხარდაჭერაც აქვს.

– მეგი, ახალქალაქში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, თქვენ ამ რეგიონს კარგად იცნობთ. პირდაპირ კრიმინალური გარჩევები მიდის. რას იტყვით ენზელ მკოიანის შესახებ?

– მანდ ორი ამბავია, მე გეტყვით, რაც ხდება. დიდი ამბები და გარჩევები იყო “ქართული ოცნების” შიდა კულუარებში. ენზელ მკოიანი სინდისის ძარღვის გარეშეა, მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, მოქალაქეთა  კავშირს დაიწერს პლაკატზე, ხუთიანს თუ 41-ს. მას რომ ჰქონდეს ნაციონალებისგან თანხმობა, დიდი სიხარულით გამოვა 5-იანით არჩევნებზე. მას ნამუსის ძარღვი ხომ არა აქვს. 20 წელია პარლამენტშია, თან ყოველთვის თავის ფულს ხარჯავს, იმიტომ, რომ ბევრი აქვს. მას სრული კარტბლანში ჰქონდა, რაც უნდოდა, ის ეკეთებინა, მთავარი იყო, რომ “ოცნებისთვის” ხმები მოეტანა. ყველაფრის უფლება ჰქონდა. ჰქონდა და აკეთებდა!

– ახლა რა ხდება?

– ბოლო პერიოდში ძალიან ოდიოზური გახდა, სულ ოდიოზური იყო, მაგრამ ახლა ყველას თვალში ძალიან დისკრედიტებული გახდა. ამ რეგიონში ჩვეულებრივი ფეოდალია. ნინოწმინდაში მიწა არ არის თავისუფალი. ამხელა მიწებია და სულ მაგისია. ბენზინგასამართი სადგურები, მაღაზიები, სააფთიაქო ქსელი, აბსოლუტურად ყველაფერი მისია.

პატარა ბიძინაა! ძალიან მარტივად ახერხებდა “ოცნებისთვის” ხმების ყიდვას. თვითონ მოჰყავდა ყველა უბანზე ხალხი და პირდაპირ საარჩევნო უბნის წინ აძლევდა ფულს. ამ ბოლო დროს რადგან ასე მიეწყო ერთმანეთს მისი კრიმინალური გამოხდომები, უთხრეს, ფიზიკურად არ გამოვა მაგ რეგიონში შენი მაჟორიტარობა, უკვე საელჩოებში დაიგზავნა, როგორ დარბიხარ იარაღითო.

– ანუ “ოცნება” იშორებს?

– ამბავი არის ეგეთი, პირდაპირ შეუთვალა ივანიშვილმა, მორჩი ახლა და “ოცნების” ხმებზე იმუშავე! შენ არ იქნები მაჟორიტარი, მაგრამ ჩვენთვის უნდა მოიტანო ხმებიო. ენზელ მკოიანმა კი უთხრა, თუ მე არ ვიქნები მაჟორიტარი, ვერ მოვახერხებ თქვენთვის ხმების მოტანასო.

ამის შემდეგ, გაუგზავნეს კომპრომატები და უთხრეს, მორჩა, შენზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. მკოიანმაც იცის, რომ ნამდვილად გამკეთებლები არიან. ესენი ხომ თავისიანებს ასე უკეთებენ, ჯერ მიუშვებენ საბალახოდ და მერე კომპრომატებს აუფრიალებენ და იჭერენ.

მკოიანმაც არ დააყოვნა და დაიწყო ყვირილი, 5 მილიონს მძალავენო, წავიდა, საელჩოებს მიმართა, რადგან იცის, რომ მასზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. დადის ახლა საელჩოებში და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, ვითომ დევნილია. თუმცა მიიღო უარი! პოლიტიკური დევნილის სტატუსი უნდა, თუმცა ესენი არ უშვებენ. ქვეყნის დატოვება უნდა და “ოცნება” აღარ უშვებს, მორჩა. დაჭერილი ჰყავთ ყურებით.

ყველას ეგრე მოელის. ბიძინა შულერთან შეიძლება საქმის დაჭერა?!

– ტოვებენ “ოცნებას” ფულიანებიო, ასეა?

– რა თქმა უნდა, ასეა. გადახედეთ, რა ხდება. ვისაც კი ფული ჰქონდა, ყველა ბიზნესმენი ღიად მოდის და სად მოდიან? ეს ძნელი გასარკვევი არ არის.

– და ნაციონალებიც ისევ კარს უღებენო. ესეც მართალია?

– იცით, რაშია საქმე? მოდით, პირდაპირ გეტყვით, ბუნებაში ყოფილი ნაციონალი არ არსებობს! ქოცობაც და ნაციონალობაც არის მენტალიტეტი. ეს ერთი. მეორეც, როცა ქვეყანა თავზე გემხობა და ბიზნესი ჩვეულებრივად გაგიჩერეს და ქვეყანაში მარტო კარფური მუშაობს, ძალიან დიდი ბოდიში რაა… კარებს ვუღებთ რას ქვია?! ყველას თავისი ხალხი ჰყავს უკან, ეს ხომ უნდა გავითვალისწინოთ. ისინი მარტო არ მოდიან.

– დამთავრდება “ოცნება” ამ არჩევნებზე?

– ერთ რამეს გეტყვით, ოქრიაშვილი, რომელსაც ძალიან მაგარი განვითარებული ყნოსვა აქვს, რომ ტოვებს იქაურობას, ეს მართლა ნიშნავს, რომ დამთავრდა. ენზელა, ოქრიაშვილი და აღარ გავყვები… კიდევ ბევრი სიურპრიზები იქნება.

მე იმას არ ვამბობ, რომ ფულით მაგათ ვინმე შეეჯიბრება. პატარა ვაშაძესაც ძალიან ბევრი ფული აქვს და ხაზარაძესაც, მაგრამ ეს ხალხი აღარ გაიყიდება. ყველა და ყველაფერი არ იყიდება! ვეღარც შანტაჟი გაუვათ და აქვე მინდა მივმართო თამარ ჟვანიას, გაეშვას საზღვარგარეთ მაიმუნობას!

თამარა ჟვანია, გაფრთხილებ, შენ იქნები ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩაჯდება ციხეში! შენ ხარ მომპარავი, ხმების ქურდი და გაფრთხილებ, რომ ემიგრანტებს თავი დაანებე! მიეცით საშუალება, რომ გამოხატონ თავიანთი კეთილი ნება!