კალაძემ 2008 წლის ომი სააკაშვილს დააბრალა

კალაძემ 2008 წლის ომი სააკაშვილს დააბრალა2008 წლის ომში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს. მათ ვერ მოახერხეს, ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს.

„12 წელი გავიდა ჩვენი ქვეყნისთვის იმ საშინელი დღეებიდან, რომელსაც მოჰყვა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, ნგრევა, ტერიტორიების დაკარგვა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას განათლებით და გონიერებით. ეკონომიკური განვითარებით დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

იპნ