კონსტანტინე გამსახურდია – “დღეს ცოტნეს დაბადების დღეა!”

კონსტანტინე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“დღეს ცოტნეს დაბადების დღეა. ვულოცავთ!

უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს, ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში. გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან, გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის. ეს ფოტოც, რომელიც რამოდენიმე დღის წინაა გადაღებული, ამაზე მეტყველებს.

გამოჯანმრთელების პროცესი ბოლომდე მივა. საქართველოს საელჩო გერმანიაში ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. დაფინანსება არ შეწყვეტილა და არც შეწყდება.”