“ლევან თოფაძეს გადარჩენას ვულოცავ… ბესარიონ ჟვანიასაც ვულოცავ…” – ლელა გაფრინდაშვილის პოსტი

ლელა გაფრინდაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ლევან თოფაძის გადარჩენას და შინ დაბრუნებას ვულოცავ ყველა მის ახლობელს და ნინო ჟვანიას, რომლის პოზიცია გამორჩეულად ღირსეული იყო ამ დღეებში.

ბესარიონ ჟვანიასაც ვულოცავ, მჯერა, რომ ეს ამბავი შეცვლის და განავითარებს მას პერსონალურად, როგორც ადამიანს და პიროვნებას, დაანახვებს და განაცდევინებს საკუთარ დანაშაულს.
მე მას არ ვიცნობ. სულ ერთხელ შევხვდი, უნივერსიტეტში, 1 საათით საქმიან თემაზე სასაუბროდ და არასოდეს დამავიწყდება მისი დაინტერესებული და მშფოთვარე მზერა.

ლევან თოფაძეს არ ვიცნობ, მაგრამ რამდენჯერმე შევსწრებივარ მის ქებას. ძალიან ღირსეულად ეჭირა თავი პაპამისს ამ დღეებში.

იმ გოგონასაც ვულოცავ, რომლის მხოლოდ ფოტო გვაჩვენა მედიამ, როგორც ნატურმორტი . მასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს მართლა უსულო საგანი არ ეგონოს და ადამიანად ჩათვალონ. ეს ხმის ამოღება უმნიშვნელოვანესია მისთვისაც და ყველა იმ გოგონასთვის, რომელსაც ჯერ არ “გაუღვიძია!”

საბოლოოდ კი ლევან თოფაძის გადარჩენას ვულოცავ ყველა ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ ადამიანია მგლების ხროვაში.

Nino Zhvania”