„მოლაპარაკე დათუნია“ – წულუკიანი დავით ბაქრაძეზე

„მოლაპარაკე დათუნია“ – წულუკიანი დავით ბაქრაძეზეადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი აღარასდროს უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ სასაცილოა, რომ დავით ბაქრაძე ამას ახლა მიხვდა და არა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით წულუკიანი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებისას ექნებათ პირობები, „სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად“.

„სასაცილოა, რომ დავით ბაქრაძე ამას მიხვდა ახლა და არა მაშინ, როცა ამდენი წელი ხელისუფლებაში მათი მოლაპარაკე დათუნია იყო. ის იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, სპიკერი პარლამენტის. ის იყო სპიკერი და გამპრავებელი სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის და ახლა მიხვდა, როდესაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ისინი იყვნენ ცუდი ხალხი. არ ვიცი, ამას რა ჰქვია“, –  განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა ჩოხატაურში, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ.