“ნაციონალებმა შეთანხმება დაარღვიეს” – “ევროპული საქართველო” ისანში გიორგი ვაშაძეს დაუჭერს მხარს

"ნაციონალებმა შეთანხმება დაარღვიეს" - "ევროპული საქართველო" ისანში გიორგი ვაშაძეს დაუჭერს მხარს“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ” ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეკრება იმის მიმანიშნებელია, რომ ოპიზიციური ერთობა შეხვედრებს აგრძელებს.

ლევან თარხნიშვილმა ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისნის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ხატია დეკანოიძის დასახელებაზე და აღნიშნა, რომ ამ ქმედებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია.

“ევროპული საქართველო“ რჩება ერთგული იმ შეთანხმებისა, რომელიც მიღწეული იქნა. შესაბისად, ჩვენ მხარს დავუჭერთ გიორგი ვაშაძეს. აქ საუბარი არ არის პიროვნებებზე, არამედ საუბარია პროცესზე და შეთანხმების დაცვაზე. “ევროპული საქართველოს” აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან შეთანხმება არის დარღვეული. სამწუხაროა. ამას ჩვენი აზრით, არც მორალური და არც საქმიანი გამართლება არ აქვს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სხვა შეთანხმებები დაცული იქნება. ის, რომ დღეს აქ შეხვედრას ვმართავთ, იმის ერთ-ერთი მიმანიშნებელია, რომ ოპოზიციური ერთობა განაგრძობს შეხვედრებს. იქნება სხვა შეთანხმებებიც და იქნება ერთობაც“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

იპნ