ნიკა ბასილაშვილმა გერმანიაში შარლოტა ჰელენის დაბადების დღე აღნიშნა

მსოფ­ლი­ოს 27-ე ჩო­გა­ნი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო მას შემ­დეგ გახ­და, რაც ყო­ფილ­მა ცოლ­მა ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა ძა­ლა­დო­ბის გამო უჩივ­ლა. ფაქ­ტი კა­რან­ტი­ნის დროს მოხ­და და ჩოგ­ბურ­თე­ლი იძუ­ლე­ბი­თი შეს­ვე­ნე­ბის გამო, სამ­შობ­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ყო­ფი­ლი ცოლი ბავ­შვის წა­მო­საყ­ვა­ნად ბა­სი­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მი­ვი­და და, დო­რო­ყაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, სწო­რედ მა­შინ მოხ­და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი.

სა­სა­მარ­თლოს და­ვის და­წყე­ბი­სას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი კა­რან­ტი­ნის დღე­ებს სამ­შობ­ლო­ში საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად ატა­რებ­და. ჩოგ­ბურ­თე­ლის ახა­ლი რჩე­უ­ლი გერ­მა­ნე­ლი კო­ლე­გა შარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა აღ­მოჩ­ნდა. სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი – ყო­ფი­ლი ცოლი, ყო­ფი­ლი ქმა­რი და მისი ახ­ლან­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ის­ტო­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ერ­თგვარ სე­რი­ა­ლად იქცა.

შარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და და ამის შე­სა­ხებ “ინ­სტაგ­რა­მის” სა­კუ­თარ გვერ­დზეც არა­ერ­თხელ და­წე­რა. ივ­ლი­სის ბო­ლოს კი კო­რო­ნა­ვირუსს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­უ­წია კა­რან­ტი­ნის გა­ტა­რე­ბა და შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ღიად ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან არ უსა­უბ­რია. უფრო მე­ტიც, სკან­და­ლურ პრო­ცე­სამ­დე ყო­ფილ ცოლ­თან გან­შო­რე­ბა­საც მა­ლავ­და.

გუ­შინ გერ­მა­ნი­ა­ში ბა­სი­ლაშ­ვილ­მა სა­ცო­ლის მე­გობ­რებ­თან ერ­თად შარ­ლო­ტას იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნა.

შე­გახ­სნებთ, რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი-დო­რო­ყაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი აგ­ვის­ტოს ბო­ლოს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი. უც­ნო­ბია დაბ­რუ­ნე­ბა თუ არა ჩოგ­ბურ­თე­ლი სამ­შობ­ლო­ში პრო­ცეს­ზე და­სას­წრე­ბად. ამ ეტაპ­ზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლოს­გან გი­რა­ო­თია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.

ამბები