ნიკა გვარამია – “ბაჩანა არც გიჟია, არც სულელი, მის სექსუალობაზე მისივე სურვილით ვისაუბრეთ”

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“გულისამრევი ფსევდოინტელექტუალების და სამ ტრენინგ და ოთხ ბროშურა წაკითხული უპროფესიო ხალხის საქართველო. თავისი ჭეშმარიტი “ზემოდან ყურების სიბრალულით”, რომელსაც ხან ტოლერანტობას ეძახის, ხან ეთიკას, ხან ორივეს ერთად.

ბაჩანა არც გიჟია, არც სულელი, არც რომელიმე კონდიცია აქვს და არც რომელიმე სპექტრს განეკუთვნება. ურთულესი, მოქნილი და ჭკვიანი რესპოდენტია და თქვენი შესაცოდი და დასაცავი (როგორც საწყალ ბიჭს) ნამდვილად არაფერი სჭირს.

მის სექსუალობას რაც შეეხება, მისივე სურვილით ვისაუბრეთ ამ საკითხზე. აი ასე, პირდაპირ მთხოვა, ამაზე მეკითხა, რადგან ძალიან უნდოდა ამაზე ესაუბრა.

ასევე, სრულად მისი დამოკიდებულება და გახმაურების ინტერესია დეა კაპანაძის სექსუალობის საკითხი (რაც, სხვათა შორის, ბაჩალიაშვილის საქმისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც საქმის გარემოება. და ბოდიში, გამოძიებისას, მოტივის დასადგენად, ჰეტეროსექსუალს თუ ეკითხებიან, გარდაცვლილთან სექსი ქონდა თუ არა, ჰომოსექსუალობა შავ ჭირად მიგაჩნიათ, რომ იგივე კითხვისგან თავი უნდა შეიკავონ? აი ჭეშმარიტი ჰომოფობია, თუ გინდა, ეგაა – ნასწავლი ტოლერანტობა  🙂 ). აბა მე საერთოდ არ მინახავს ეს სუბიექტი, არც ვიცნობ და არც მისი სექსუალობით დავინტერესებულვარ. აი, ბევრი სხვა შეკითხვა კი მაქვს მასთან და მგონია, გადამწყვეტია მისი ცოდნა ამ საქმეში.

მორჩით კოლექტიურად ვითომ კეთილი ზრახვებით ადამიანების გიჟებად, ჭკუასუსტებად, საწყლებად და მსგავსებად გამოცხადებას და მათთვის დამამცირებელი ფორმებით მათ ვითომ დაცვას. არავის არ სჭირდებით. ისევ სემინარებზე, ტრენინგებზე და ქოუჩინგებზე იარეთ და “ჭკვიანური” კითხვები დასვით საკუთარი ეგოს საფხანად. საკუთარის, თორე არც იქ გონიხართ ვინმეს ჭკვიანი.”