ფილიპ რიკერი რუსეთს მოუწოდებს საქართველოდან ძალები გაიყვანოს

 ფილიპ რიკერი რუსეთს მოუწოდებს საქართველოდან ძალები გაიყვანოსამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ფილიპ რიკერი რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.

როგორც რიკერმა აღნიშნა, 12 წლის წინ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და ასობით სამოქალაქო პირი დახოცა. მან ოფიციალური მოსკოვი, აგრესიასთან ერთად, ცინიზმსა და დეზინფორმაციის კამპანიაშიც დაადანაშაულა.

“რუსეთს დღემდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%. გასულ წელს, რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალებმა ასობით მეტრით წინ წაიწიეს საქართველოს ტერიტორიის შიგნით. ეს შეჭრა გვახსენებს, რომ ვერ ვიქნებით დამშვიდებული კონფლიქტთან დაკავშირებით. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, რუსეთს კვლავ სურს საფრთხე შეუქმნას მოქალაქეებს უსაფრთხოებას რეგიონსა და მსოფლიოში. რუსეთის უსაფუძვლო დეზინფორმაცია, მათ შორის აგრესიული კამპანია ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციის მიზნით, კრემლის ცინიზმს აჩვენებს. მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავის ძალები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი შეთანხმება და ვალდებულებები”, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.