რეზო გიგინეიშვილი მესამე ცოლს, ნადეჟდა ობოლენცევასაც, გაშორდა

რეზო გიგინეიშვილი მესამე ცოლს, ნადეჟდა ობოლენცევასაც, გაშორდარუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, რომ რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი მე­სა­მე მე­უღ­ლეს – ნა­დეჟ­და ობო­ლენ­ცე­ვა­საც და­შორ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი, თურ­მე “ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფუჭი იმე­დე­ბის მი­ცე­მა” გახ­და. თუ რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ცნო­ბი­ლი არ არის. 37 წლის ნა­დეჟ­და ობო­ლენ­ცე­ვამ და 38 წლის რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა ერ­თად წლი­წად­ზე ცოტა მეტ­ხანს იცხოვ­რეს.

წყვილ­მა ხელი 2019 წლის 18 ივ­ლისს მო­ა­წე­რა, რის შემ­დე­გაც მას­შტა­ბუ­რი წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თეს. რო­გორც რე­ზოს­თვის, ასე­ვე ნა­დეჟ­დას­თვის, ეს მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა იყო.

გი­გი­ნე­იშ­ვილს პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან – ანას­ტა­სია კო­ჩეტ­კო­ვას­თან ერთი შვი­ლი – მა­რია ჰყავს. მე­ო­რე მე­უღ­ლემ კი ქალ-ვაჟი ნინა და ივა­ნი გა­უ­ჩი­ნა.

ნა­დეჟ­და ობო­ლენ­ცე­ვა ორ­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი. მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი დე­ნის მი­ხა­ი­ლო­ვი, მე­ო­რე კი “ნეფტ­გაზ ინ­დუსტრი­ის” თა­ნამ­ფლო­ბე­ლი აი­რატ ის­ხა­კო­ვი გახ­ლდათ. ობო­ლენ­ცე­ვა მე­ო­რე მე­უღ­ლეს სკან­და­ლუ­რად გა­შორ­და. მე­დია მა­ში­ნაც წერ­და, რომ მი­ზე­ზი ფუ­ლა­დი გარ­ჩე­ვე­ბი გახ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ კო­მენ­ტარს რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი და ნა­დეჟ­და ობო­ლენ­ცე­ვა არ აკე­თე­ბენ, თუმ­ცა ნა­დეჟ­დამ “ინ­სტაგ­რამ­ზე” რე­ზოს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა ფოტო წა­შა­ლა.

ამბები