„სახლიდან ფული და ძვირფასეულობა უვნებლად გამოიტანეს“ – რა კავშირი აქვს მიტოვებულ სახლში გაჩენილ ხანძარს თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილთან

„სახლიდან ფული და ძვირფასეულობა უვნებლად გამოიტანეს“ - რა კავშირი აქვს მიტოვებულ სახლში გაჩენილ ხანძარს თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილთანგაზეთ „ქრონიკა+“ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე თამარ ბაჩალიაშვილის იდუმალი გარდაცვალების კონტექტსში სოციალური ქსელში წერს:

„რამდენიმე დღის უკან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დვალთაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველები ამბობენ რომ სახლიდან ფული და ძვირფასეულობა უვნებლად გამოიტანეს. ვისი სახლია?ვინ ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას მიტოვებულ სახლში? რა კავშირი შეიძლება ქონდეს ბაჩალიაშვილის მკვლელობასთან?!“