სალომე სამადაშვილი – “გიორგი ვაშაძე მიშას ჩინურ ვერსიას აწვება”

სალომე სამადაშვილი - "გიორგი ვაშაძე მიშას ჩინურ ვერსიას აწვება"ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს ისევ აკრიტიკებს. მის შესახებ ის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

„მიშას პარტიას და მის გარშემო გაერთიანებას ვემიჯნებით, საკუთარ პრემიერს ვასახელებთ, მაგრამ ისე, ცხადია, მიშა უნდა იყოს პრემიერი, მაგისთვის ვიბრძვით, თან მარტო ჩვენო. მიშას ჩინურ ვერსიას რომ აწვება მივხვდით, მაგრამ მაინც ვერ გავიგე ამ კაცს რა უნდა, პრემიერობა თუ მიშას ჩამოსვლამდე დროებითი მმარველობა. ამ გრანდიოზულ დაპირებებს ვინ შეასრულებს? მიშას ჩამოსვლამდე მოასწრებს? მოკლედ, ამდენი სისულელე, ერთად, დიდი ხანია არ მსმენია“, – წერს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა რამდენიმე დღის წინ „ძალა ერთობაშია“ დატოვეს. ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას აპირებს.

პრაიმ ტაიმი