სოზარ სუბარი – დისკრედიტირებული, არაფრის შემძლე ვანო მერაბიშვილი არავის სჭირდებოდა, გააგდეს

ვანო მერაბიშვილი არავის სჭირდებოდა, გააგდეს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა და მერაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა,რომ არც საარჩევო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს.

„ვანო მერაბიშვილს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია. ვანო მერაბიშვილზე კარგად თქვა თეა წულუკიანმა, ციხიდან გამოსვლის აჟიოტაჟის მეორე დღეს – „ეს იქნება ცხელი კარტოფილი, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთს გადაულოცავს და არავის მოუნდება ამ ცხელი კარტოფილის ხელში დაჭერაო“, ან კახი კალაძემ რომ თქვა, „მეტი ვანო ოპოზიციასო“.

ცხადი გახდა მეორე დღესვე, რომ ეს ადამიანი არავის სჭირდებოდა, დისკრედიტირებული, არაფრის შემძლე, არაინტელექტით, არაადამინისტრაციული რესუსით, ნუ, ახლა მოპარული ფული თუ აქვს, იმას რომ არ დახარჯავს, ეს ვიცით. ამიტომაც, არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში. არსად წასულა, გააგდეს, უფრო სწორად, არავინ მიიღო, ის პოლიტიკიდან წავიდა, გაუშვა ქართველმა ხალხმა 2012 წელს“, – განაცხადა სუბარმა.