თამარ მეარაყიშვილი – “მაშინ გადავწყვიტე, აქედან ფეხი არსად მომეცვალა. აქ ვარ! “

თამარ მეარაყიშვილი - "მაშინ გადავწყვიტე, აქედან ფეხი არსად მომეცვალა. აქ ვარ! "თამარ მეარაყიშვილმა ფეისბიქში დაწერა:

“12 წლის წინ დაახლოებით ამ დროს 32 წლის 11 წლის შვილთან ერთად ალბათ ყველაზე საშინელი ღამე გავათენე. ადგილობრივი ხელისუფლება წავიდა. დავრჩი დაბაში, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი იქნებოდა ტყეში გახიზნული.
რუსი სამხედროები სოფელ ოძისთან დადგნენ.
მეორე დღეს, 16 აგვისტოს ეკლესიაში წავედით. ლოცვა ახალი დაწყებული იყო, სასწრაფო დახმარების მანქანა გაჩერდა, შემოვარდა ექიმი ლია მიდელაშვილი და დაიძახა- “თავს უშველეთ, ცხინვალიდან შეიარაღებული ხალხი გადმოსცდა ყანჩავეთს უკვე…” ტყიდან ვხედავდი, როგორ შედიოდნენ შეიარაღებულები სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებში…
მაშინ გადავწყვიტე, აქედან ფეხი არსად მომეცვალა.
აქ ვარ! ❤️”