“თვითონ მოგაკითხავ, შენებსაც მოვიკითხავდი!” – ვის ემუქრება კალაძე ინსტაგრამზე

“თვითონ მოგაკითხავ, შენებსაც მოვიკითხავდი!” – ვის ემუქრება კალაძე ინსტაგრამზე“თვითონ მოგაკითხავ, შენებსაც მოვიკითხავდი!” – ასე ემუქრება თბილისის მერი კახა კალაძე ინსტაგრამზე მოქალაქეს.

კახა კალაძემ კომენტარი მეუღლის, ანუკი არეშიძის, ფოტოზე დაწერა.

“ყველაზე ევროპული გინებაც ისმის ყველა მხრიდან, არ გინდათ, არ ჩაიაროთ. პ.ს. თუ მაინცდამაინც გაჩერება მაინც მაპოვნინეთ”, – წერდა მოქალაქე ჭავჭავაძის გამზირზე. თბილისის მერმა კი მას უპასუხა, რომ გაჩერებას თვითონ აპოვნინებდა.

“არაა საჭირო შეწუხდე, მე თვითონ მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავდი!” – წერს კახა კალაძე.

ამ დროისთვის კომენტარები წაშლილია, არეშიძეს ფოტოზე კომენტარები გათიშული აქვს.