აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშედ კრისტოფერ ანდერსონი დაინიშნა

აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშედ კრისტოფერ ანდერსონი დაინიშნასაქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშედ კრისტოფერ ანდერსონი დაინიშნა.

ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ფეისბუქში წერა:

“მივესალმებით საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების გუნდის ახალ წევრს, კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს. საქართველოში ჩამოსვლამდე კრისი უკრაინის მოლაპარაკებებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური მრჩეველის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი, მუშაობდა კიევში ამერიკის საელჩოში და პოლიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ ერევანში. ის ასევე მსახურობდა მონღოლეთსა და არგენტინაში. სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დაწყებამდე კრისი მუშაობდა აზერბაიჯანში, ორგანიზაციაში “გადავარჩინოთ ბავშვები” (Save the Children), “მსოფლიო ბანკში” (World bank institute), ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტსა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციებში.
კრისს შესწავლილი აქვს ქართული, რუსული, ესპანური და შვედური ენები. ის საქართველოში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.”