“ბიძინამ ბოკერია გადააგდო”

"ბიძინამ ბოკერია გადააგდო"ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ივანიშვილი აღარ თანამშრომლობს ბოკერიას ფრთასთან და მისი ფარული პარტნიორი ახლა ნაციონალური მოძრაობაა.

– “ევროპული საქართველო” ასე მწარედ რატომ უპირისპირდება ნაციონალურ მოძრაობას? მიხვდნენ, რომ ბიძინას თამაშს თამაშობენ?

– ადრე იყო პირიქით, ბოკერია თამაშობდა ხელისუფლების თამაშს, უფრო ზუსტად, კვირიკაშვილის თამაშს, მის სქემაში იჯდა. ახლა მათ დაინახეს, რომ კვირიკაშვილი აღარ არის, ხაზარაძე ოპოზიციაშია. მაშინ თანამშრომლობდნენ, დღეს კი “ოცნებამ” ეს თანამშრომლობა არჩია ნაციონალურ მოძრაობასთან.

– ფიქრობენ, რომ მიშასგან უკეთესი “ბუა” გამოდის?

– აი, ზუსტად რომ ეგ არის. მიშასგან უკეთესი ბუა გამოდის და მათაც აძლევს იმის საშუალებას, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება.

– ანუ ბიძინამ გადააგდო ბოკერიას ფრთა?

– კი, გადააგდო. ასე გამოდის. ერთს ვიტყვი, ახლა რომც მოვიდეს “ოცნება” მესამე ვადით, არ არსებობს, დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. სიტუაცია გაზაფხულზე მაინც აბობოქრდება, რადგან დიქტატორული წყობისკენ მივდივართ. ერთი და იგივე პარტია ხელისუფლებას ინარჩუნებს მესამე ვადით. შეიძლება გაიმარჯვონ, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა