დავით საყვარელიძე – “გიორგი ვაშაძე ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ამ ურთიერთობას ძალიან ვაფასებ და ვუფთხილდები“

დავით საყვარელიძე - "გიორგი ვაშაძე ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ამ ურთიერთობას ძალიან ვაფასებ და ვუფთხილდები“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ პარტია არ იყო და არც

მომავალში იქნება. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე  თავის ფეისბუკ გვერდზე წერს.  ის რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან  დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მისი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

„ენმ-ში ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და მერგო პატივი, ძალიან ბევრ წლებში, ბევრ ღირსეულ ადამიანთან ერთად მხარდამხარ მებრძოლა. სიმართლე გითხრათ, არც ახლა და არც აქედან შემიწყვეტია საქართველოსთვის ბრძოლა. ენმ-მა და მისმა ლიდერმა შეძლო შეექმნა საქართველოს ისტორიაში პირველი, თანამედროვე ქართული სახელწოფოს პირველი ჩანასახი და ეხლაც, ამდენ ქარცეცხლგამოვლილი, რჩება საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად და ფაქტორად.

კომენტარში ვთქვი და კიდევ ერთხელ აქაც გავიმეორებ, რომ საპარალლამენტო სისტემაში, პარლამენტში ხმათა უმრავლესობის მომპოვებელ ნებისმიერ პარტიას უფლება აქვს დააყენოს პრემიერ-მინისტრის თავისი კანდიდატურა.

ეჭვი არ მეპარება რომ ეს პოლიტიკური ძალა სწორედ ენმი იქნება. შესაბამისად, დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებას. არც ისე შორია)“

რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ამ ურთიერთობას ძალიან ვაფასებ და ვუფთხილდები. ძალიან მინდა და დარწმუნებულიც ვარ, მისი ნათელი გონება და ენერგია საქართველოს სიბნელიდან გამოყვანას და აღმშენებლობას მოხმარდება. აქვე გავიმეორებ, რომ მასაც წარმატებას ვუსურვებ თავის გუბდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, სწორ მხარეს დადგება. საქართველოში მალე გათენდება“, –  წერს დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში.