“ევროპული საქართველოს” ლიდერები შეიძლება სააკაშვილის მხარეს გადავიდნენ” – ვახტანგ ძაბირაძე

"ევროპული საქართველოს" ლიდერები შეიძლება სააკაშვილის მხარეს გადავიდნენ" - ვახტანგ ძაბირაძეპოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” სააკაშვილის შესაძლო პრემიერობაზე საუბრობს.

– თუ დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის საკითხი დადგება, პრემიერზე შეთანხმება გამოვლენა პრობლემა იქნება?

– რა თქმა უნდა, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ოპოზიციას, ვინც შალვა ნათელაშვილის ოფისში იკრიბებოდა, სწორედ ეს პრობლემა ჰქონდა – ვინ იქნება პრემიერი? სწორედ მაშინ დაიწყო კანდიდატების დაყენება. გიორგი ვაშაძემ თავისი კანდიდატურა დააყენა, შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ – სააკაშვილი და ა.შ.

“ევროპული საქართველო”, გიორგი ვაშაძე აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ ელექტორატს ვერ გააერთიანებს. ეს რეალობაა, მაგრამ ისიც მართალია, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა წამყვანი ძალაა ოპოზიციურ ფლანგზე და მათ გარეშე რთული იქნება.

– სააკაშვილის პრემიერობაზე ვადამდელი არჩევნების შიშით შეიძლება წავიდნენ?  

– აი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა. არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც თუ კოალიციური მთავრობის საკითხი დადგება, სწორედ რიგგარეშე არჩევნების შიშით ამ მოლაპარაკებაზე ვიღაცები წავიდნენ და თანხმობაც განაცხადონ.

– ვინ შეიძლება წავიდეს მოლაპარაკებებზე ნაციონალურ მოძრაობასთან?

– ძალიან გამიკვირდება, თუ პერსონალურად გიგა ბოკერია დასთანხმდება მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას, თუმცა ამას ვერ ვიტყვი მთლიანად პარტია “ევროპულ საქართველოზე”. არ გამოვრიცხავ, რომ პარტიის სხვა წევრებს, შეიძლება, ლიდერებსაც ერჩივნოთ სააკაშვილთან მოლაპარაკებებზე წასვლა. ვფიქრობ, აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის მხარეს გადავლენ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა