“ევროპულმა საქართველომ” ნოქალაქევში 600 კაცზე სუფრა გაშალა

“ევროპულმა საქართველომ” ნოქალაქევში 600 კაცზე  სუფრა გაშალასენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალქევის ციხე-გოჯთან “ევროპული საქართველო”-ს ორგანიზებით, უჩვეულო ღონისძიებაა გამართული, სენაკი-ხობი-ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგა ბოკერიას საარჩევნო ბანერის ფონზე 600 კაცზე გათვლილი სუფრაა გაშლილი.
ღონისძიება, რომ პარტიის ორგანიზებით იმართება, ამას ევროპული საქართველოს სენაკი-ხობი-ფოთის ოლქის შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენიაც ადასტურებს და აცხადებს, რომ ღონისძიებაზე ელოდებიან პარტიის წევრებსა და კოორდინატორებს. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება მხოლოდ პარტიის წევრებზეა გათვლილი. ამ წუთებისთვის, მიმდინარეობს ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები.

“პირველი რაც მთავარია არის მიმართვა, მოხალისეები რომლებიც იმუშავებენ ევროპული საქართველოს შტაბში ამ სამ რაიონში, რომელიც ერთ ოლქად არის წარმოდგენილო მათო შეკრებაა, მათი შეხვედრაა. ჩამოდის პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია ხვდება ამ ადამიანებს და ეგაა მთავარი ღონისძიება. დაცულია უსაფრთხოება კოვიდ19-თან დაკავშირებით, გავლილი გვაქვს ყველაფერი ამიტომაც გაკეთდა ღია სივრცეში. ესენი თავისთვად ამომრჩევლები არიან, მაგრამ ამომრჩევლები არ არის. დღეს არის კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც შტაბში იმუშავებენ ოფიციალურად. სუფრა ეს ჩვეულებრივ, ტრადიციისსამებრ ყველამ დავთქვით, რომ გავაკეთოთ ერთ ეგეთი რაღაცას, რომ გზას დავულოცავდით ჩვენს წამოწყებას. ეს იმართება ჩვენს მიერ შეგროვილი თანხით”.
კოორდინატორებთან ერთად ადილზე, პარტიის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და თავად მაჟორიტარობის კანდიდატს გიგა ბოკერიას ელოდებიან.

აიპრესი