“ევროპულმა საქართველომ” პარტიული სია წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" პარტიული სია წარადგინა„ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

როგორც პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საპარლამენტო გუნდის პრეზენტაციაზე განაცხადა, სიაში მათი წარმომადგენლები რიგითობის მიხედვით არ არიან გადანაწილებული, რაც ნიშნავს, რომ თავად ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ შევიდეს პარლამენტში.

პარტიის გუნდს წარმოადგენენ: გიგი უგულავა, ტარიელ ნაკაიძე, გოჩა გურგუჩიანი, ლევან თარხნიშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, არსენ კარაპეტიანი, ახმედ იმამყულიევი, ირინე აფხაზავა, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მაია კაციტაძე, გიორგი ღვინიაშვილი, სერგო რატიანი, ელენე ოზაშვილი, მალხაზ პატარაია, ირაკლი კიკნაველიძე, მარიამ რამინაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, ნინო გოგუაძე, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, არმაზ ახვლედიანი, ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე და დავით ბაქრაძე.

იპნ