მაია ლომიძემ ფეისბუქში დაწერა:
“ნეაპოლში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
იტალიაში საქართველოს საკონსულო სამსახური, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებს რომში ჩამოსვლას, ხშირად უწევს ორგანიზებას გასვლით საკონსულო მომსახურებას.
2020 წლის 11 და 12 სექტემბერს საკონსულო გეგმავს ეწვიოს ქალაქ ნეაპოლს, სადაც საკონსულოს წარმომადგენლები, ყველა მსურველისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის და/ან საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს, ასევე მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას სხვადასხვა საკონსულო და სამართლებრივ საკითხებზე.
მოქალაქეთა საკონსულო მიღება იწარმოებს:
პარასკევს, 11 სექტემბერს, 10:00-13:30
შაბათს, 12 სექტემბერს, 10:00-13:30
მისამართი: Corso Meridionale, 14 – 80143 Napoli. ( GRAND HOTEL EUROPA)
ამ თემაზე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ტელეფონი: +39 3501483180
ელ-ფოსტა: cons.rome@mfa.gov.ge
წლის განმავლობაში ჩვენ იტალიის სხვა ქალაქებსაც ვესტუმრებით და იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ადგილზე გავუწევთ საკონსულო მომსახურებას.
გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ბევრს არ ჰქონდეს წვდომა facebook-თან და საელჩოს ვებ-გვერდთან, ამიტომ გთხოვთ, ეს ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს ახლობლებს, მეგობრებსა და ნაცნობებს შორის.”

