გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა მთავარი არხი, ფაქტია, რომ მან ფორს-მაჟორის პირობებში მოახერხა უპრეცედენტოდ მოკლე დროში საინფორმაციო ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის დაპყრობა.
მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ასრულებს უაღრესად მნიშვნელოვან ფუნქციას – დააბალანსოს სახელისუფლებო პროპაგანდა, ხშირ შემთხვევაში აღვირახსნილი.
საერთოდ, კრიტიკული ტელევიზია არ შეიძლება განვიხილოდ საზოგადოებრივ საფრთხედ.
ტელევიზია საფრთხეს წარმოადგენს მაშინ, როდესაც ხელისუფალზე მუშაობს, რადგან ხელისუფლებას აქვს მონოპოლია ძალადობაზე და ისიც ამ ძალადობის თანამონაწილე და გამაძლიერებელი ხდება.
შესაბამისად, ვულოცავ მთავარ არხს ერთი წლის თავს და ვუსურვებ წარმატებებს!”

