“გოგი მეშველიანის ძმა შემოვარდა 50 კაცთან ერთად და ნაციონალი იუსუპოვი გაიგდეს წიხლქვეშ” – რა მოხდა ბოლნისში

"გოგი მეშველიანის ძმა შემოვარდა 50 კაცთან ერთად და ნაციონალი იუსუპოვი გაიგდეს წიხლქვეშ" - რა მოხდა ბოლნისშიბოლნისის სოფელ ნახიდორში “ქართული ოცნების” 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა “გაერთიანებული ოპოზიციის” აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბოლნისის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა.

მე ამ ჩაიხანის მეპატრონე ვარ. აქ იჯდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი არიფ იუსუპოვი. მოულოდნელად ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატ გოგი მეშველიანის ძმა გოჩა მეშველიანი შემოვარდა 50 კაცთან ერთად. დაიწყეს ჩხუბი, ირგვლივ ყველაფერი დალეწეს, ნაციონალების აქტივისტი იუსუპოვი საშინლად სცემეს. 10-მდე აქტივისტი დაშავდა, სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე მგონია და სახეზეც ეტყობოდათ რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ბოლნისში სრული განუკითხაობაა – ამბობს ჩაიხანის მეპატრონე.
დაზარალებულების ახლობლები მეშველიანისგან ბოდიშის მოხდასა და კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში ოპოზიციიდან კენჭს კახა ოქრიაშვილი იყრის.

ოქრიაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ, თუმცა სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” შიშის დანერგვა სურს, რადგან იცის, რომ ბოლნისში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში არჩევნებს წააგებს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.

მთავარი