ირაკლი ოქრუაშვილი – „გაიმართება ივანიშვილის უნიჭო სპექტაკლის ჩვენება-გაგრძელება ჩემ წინააღმდეგ“

ირაკლი ოქრუაშვილი - „გაიმართება ივანიშვილის უნიჭო სპექტაკლის ჩვენება-გაგრძელება ჩემ წინააღმდეგ“ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება 16 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს:

„ზეგ თბილისის დრამატულ თეატრში. უკაცრავად შემეშალა.

ზეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ივანიშვილის უნიჭო სპექტაკლის ჩვენება-გაგრძელება ჩემს წინააღმდეგ.

მოსამართლე და მონაწილეები იგივე. რეჟისორი – უნიჭო. ჟანრი ტრაგიკომედია. დასწრება თავისუფალია.“