„გამარჯვებული საქარტველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ყველა პირველკურსელს სტუდენტობას ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს:
„29 000 სტუდენტის მშობელი იყო გუშინ განსაკუთრებით გახარებული.
ჩემი სიხარული შიშნარევი იყო. პარიზის ორმა უნივერსტეტმა Diderot და ESSEC-მა სრული დაფინანსებით ჩარიცხეს ჩემი უფროსი შვილი.
17 წლისას ვუშვებ მარტოს კონკურენციის და გლობალიზაციის მორევში და გაცურავს თუ არა მარტო, ამის გამო იყო ჩემი სიხარული შიშნარევი. გაცურავს ეჭვი არ მეპარება.
ყველა სტუდენტს წარმატებები მინდა ვუსურვო. განათლებაა ის ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანს“.
პოსტის შემდგომ კომენტარში კი ოქრუაშვილმა დაწერა:
“გასული წლის სექტემბერში ციხეში სანახავად მოვიყვანე სპეციალურად. მინდოდა “ციხის გარემოს”, სადაც მნახავდა და როგორც მნახავდა, “დაღი” დაესვა მისთვის. ვუთხარი, ცხოვრებამ ბევრჯერ მცემა და ყოველთვის იმიტომ გადავრჩი, რომ არასდროს დავნებდიმეთქი. მე აქ დიდხანს მომიწევს დარჩენა და თუ გინდა ჩემი აქ ყოფნა და ოჯახი ტვირთად არ დაგაწვეს წელს განსაკუთრებით მოინდომემეთქი. იმის მერე ჩემს სანახავად აღარ მოსულა და მაგრად “მოინდომა”. დაბრკოლება ყოველთვის აძლიერებს ადამიანს…”

