„ისევ მარტო ვდგავარ “რეშკასთან” და ვხედავ, მზე რომ ჩადის! – გუკა რჩეულიშვილი ციხეში დაწერილ ლექს აქვეყნებს

„ისევ მარტო ვდგავარ "რეშკასთან" და ვხედავ, მზე რომ ჩადის! - გუკა რჩეულიშვილი ციხეში დაწერილ ლექს აქვეყნებსგუკა რჩეულიშვილი, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა, ციხეში გატარებულ პერიოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

:„ციხე ხომ ტრაგიკული ადგილია და ამავ დროს რათქმაუნდა რომანტიული და ემოციური იქ ყველა რაღაც ან წერს ან წერილს ან განცხადებას და ხანდახან ლიტერატურასაც მიადგებიან! ეს ლექსი იქ დავწერე:

ვდგავარ საღამოს რეშკასთან მარტო

და ვხედავ მზე რომ ჩადის!

მინდა მოჩანდეს

თვითმფრინავები

და ცაზე მათი ლანდი!

მინდა ვხედავდე

როგორ იღვიძებს

ამპარტავანი ვარდი!

მინდა მოჩანდეს

მწვანე ბალახია

პეპლების ავანგარდი!

მინდა ვხედავდე

ჩემი ტრინიტი

მინდორში როგორ დარბის!

არადა ისევ მარტო ვდგავარ რეშკასთან

და ვხედავ მზე რომ ჩადის!“ – წერს გუკა რჩეულიშვილი ფეისბუკზე.