კახა ოქრიაშვილი “ძალა ერთობაშიას” შეუერთდა

კახა ოქრიაშვილი "ძალა ერთობაშიას" შეუერთდაკახა ოქრიაშვილი “ძალა ერთობაშიას” შეუერთდა. ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა და “ენმ”-ს ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მოაწერეს ხელი. შესაბამისად, 2020 წლის არჩევნებში ოქრიაშვილის პარტია “პროგრესი და თავისუფლება” და “ძალა ერთობაშია” ერთ ბლოკად გავა

ყოველთვის ვიქცეოდი დამოუკიდებლად და აზროვნება მქონდა დამოუკიდებელი და კენჭისყრებშიც დამოუკიდებლად ვმონაწილეობდი. თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ერთად მაკავშირებდა რამე ურთიერთობამ, ამას დავარქმევდი მოკავშირეების ურთიერთობას და არა წევრობას, მე ორი დღეა გავხდი პარტიული და წარმოვადგენ პარტია “პროგრესს” – განაცხადა ოქრიაშვილმა კითხვაზე, რომელიც მას ჟურნალისტებმა პოლიტიკურ წარსულთან დაკავშირებით დაუსვეს
ოქრიაშვილი ამბობს, რომ ის არ იზიარებს პასუხისმგებლობას არც 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობაზე და არც “გავრილოვის ღამეს” გარდა ამისა, ოქრიაშვილის თქმით, ის არასდროს ყოფილა “ამბოხებული მაჟორიტარი” და 2006 წლიდან დღემდე მაჟორიტარულ სისტემას იცავს.

კახა ოქრიაშვილმა დააანონსა, რომ გაერთიანებას სხვა ბიზნესმენებიც შეუერთდებიან. მან დილარ ხაბულიანისა და ცეზარ ჩოჩელის გვარები დაასახელა

მთავარი