კახი მამულაშვილი – “ჩვენ დავასრულეთ და აწი რა იქნება არ ვიცი… აზრი აღარ აქვს…”

კახი მამულაშვილი - “ჩვენ დავასრულეთ და აწი რა იქნება არ ვიცი… აზრი აღარ აქვს…”ყველასათვის საყვარელი მომღერლის, ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდუსერმა, კახი მამულაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ბათუმის სეზონი დაასრულეს გაუგებრობების გამო.

“ისევ დაკეტეს კლუბები, დღეს შესულან ღამე, დაუჯარიმებიათ და დაუკეტიათ. 3 კონცერტი უნდა გვქონოდა 5-ში, 8-ში და 12-ში. 12-ში სეზონი ისედაც მთავრდება. შესაბამისად ჩვენ დავასრულეთ და აწი რა იქნება არ ვიცი. აზრი აღარ აქვს, გინდა გახსნან და გინდა დაკეტონ,” – განაცხადა პროდუსერმა Report.ge-თან.